შავ ზღვაში თურქეთის სანაპიროსთან ჩაძირული გემის ეკიპაჟის სულ მცირე, ორი წევრი გარდაიცვალა. ამის შესახებ თურქეთის პროვინცია ბართინის გუბერნატორი სინან გიუნერი აცხადებს. მისივე ცნობით, ეკიპაჟის ხუთი წევრის გადარჩენის ოპერაცია მიმდინარეობს.
„ჩაძირული გემის ბორტზე 13 ადამიანი იყო – ყველა რუსეთის მოქალაქეა. ამ დროისთვის, უკვე გადაარჩინეს ხუთი მათგანი, აღმოჩენილია ორი გარდაცვლილის ცხედარი“, – აცხადებს გიუნერი.
გემის ჩაძირვის მიზეზი ამ დრომდე უცნობია.











