“ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ მმართველი პარტია არჩევნებს პირველივე ტურში მოიგებს.
„დღევანდელი შიდა კვლევები აჩვენებს, რომ ჩვენ შეგვიძლია წინა საპარლამენტო არჩევნების შედეგის გამეორება და გაუმჯობესებაც კი. არ ვგულისხმობ თვითმმართველობის არჩევნებს, რომელშიც კიდევ უფრო მეტი შედეგი გვქონდა. დღევანდელი მოცემულობაა, რომ შეგვიძლია ამ შედეგის გამეორება და გაუმჯობესება, თუმცა, წინაა ორი თვე და საარჩევნო კამპანია. რა თქმა უნდა, ბევრი რამ იქნება დამოკიდებული კამპანიაზე და, რაც მთავარია, ბევრი რამ იქნება საზოგადოებაზე დამოკიდებული“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.











