არავინ იცის რა მოხდება, შეიძლება არანაირი პირობა არ მოვთხოვოთ „ქართულ ოცნებას“ და ისე შევიდეთ პარლამენტში, მაგრამ იმის გამო, რომ ბარიერი ჩამოწიეს ეს არ იქნება ჩვენი არგუმენტი პარლამენტში შესვლის, – ამის შესახებ „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა.
„ჩვენი ამოცანაა, რომ შეთანხმების მიღწევისთვის ყველაფერი გავაკეთოთ და შემდეგ შეიძლება დადგეს საკითხი, როგორ შეიძლება ხელახალი მოლაპარაკებები გაგრძელდეს, მაგრამ ერთჯერადად პარლამენტში შესვლის ვარიანტს გამოვრიცხავთ. ჩვენ არასოდეს ვიტყვით არგუმენტად, რომ პარლამენტში შევედით იმიტომ, რომ საარჩევნო ბარიერი დაწია ოცნებამ, ამას არასდროს ვიტყვით არგუმენტად. არავინ იცის რა მოხდება, შეიძლება არანაირი პირობა არ მოვთხოვოთ „ქართულ ოცნებას“ და ისე შევიდეთ პარლამენტში, მაგრამ იმის გამო, რომ ბარიერი ჩამოწიეს ეს არ იქნება ჩვენი არგუმენტი პარლამენტში შესვლის“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.










