შვეიცარიაში რეფერენდუმი იმართება. ქვეყნის მოსახლეობამ უნდა გადაწყვიტოს აიკრძალება თუ არა სახის სრულად დაფარვა.
ინფორმაციას ამის შესახებ Reuters-ი ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, შესაძლოა, ხელისუფლებამ შესაბამისი გადაწყვეტილება რეფერენდუმის შედეგებზე დაყრდნობით მიიღოს.
„შვეიცარიაში ჩვენი ტრადიციაა, რომ სახეს ვაჩენთ. ეს ჩვენი ძირითადი თავისუფლებების ნიშანია ”, – ამბობს რეფერენდუმის კომიტეტის თავმჯდომარე.
მისივე თქმით, სახის დაფარვა „ექსტრემიზმის, პოლიტიკური ისლამის სიმბოლოა, რომელიც ბოლო დროს საკმაოდ გაიზარდა ევროპაში და რომელსაც შვეიცარიაში არაფერი ესაქმება“.











