ბოკერიას პარტია დადის აშშ-ის რეზიდენციაში შეხვედრებზე მარტო იმიტომ, რომ გარეთ გამოიტანოს დეტალები, ილაპარაკოს და აურიოს ყველაფერი, – ამის შესახებ “მოქალაქეების” ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა Facebook-ლაივის დროს განაცხადა.
ელისაშვილის თქმით, უგულავა და ბოკერია საბოტაჟით არიან დაკავებული, რადგან პარლამენტში ვერ მოხვდენენ.
„ელჩები რას გვეუბნებიან, რომ მოდით პროცესს ნუ დააზიანებთ. გარეთ თუ გავა ის, რაზეც აქ ვლაპარაკობთ, მერე პროცესი დაზიანდება, შეთანხმებამდე ვერ მივალთ. ეს ძალიან მარტივია. იქ რაღაც თანამდებობეს და ფულს კი არ ვიყოფთ. და მე რომ სიტყვას ვაძლევ, ამ სიტყვის ერთგული ვარ, განსხვავებით სხვა პარტიებისგან. ბოკერიას პარტია დადის იმ შეხვედრებზე მარტო იმიტომ, რომ გარეთ გამოიტანოს დეტალები, ილაპარაკოს და აურიოს ყველაფერი. საბოტაჟით არიან დაკავებულები, პირდაპირ საბოტაჟით, რომ აურიონ და ჩაშალონ ყველაფერი. იმიტომ რომ ვერ მოხვდნენ პარლამენტში უგულავა და ბოკერია“, – განაცხადა ელისაშვილმა.
ნუ გამოვიყვანთ ისე, რომ პარლამენტში შესვლა არის ქვეყნის დაქცევა – ალეკო ელისაშვილი











