fbpx
27/03/2023
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

შემაჯამებელი ოქმების შედეგებით, აჭარის უმაღლეს საბჭოში მხოლოდ „ოცნება“ და „ნაცმოძრაობა“ შევა

14:57 ნოემბერი 2, 2020
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
878
ნახვა

უმაღლესი საარჩევნო კომისიის ინფორმაციით,  31 ოქტომბრის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 373 საარჩევნო უბნის  შემაჯამებელი ოქმების მონაცემებით, პროპორციული სისტემით ჩატარებულ არჩევნებში ლიდერობს ორი საარჩევნო სუბიექტი: – „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო,“ რომელმაც ხმების 45.86% მიიღო. მეორე ადგილზეა საარჩევნო ბლოკი “ნაციონალური მოძრაობა, გაერთიანებული ოპოზიცია ,,ძალა ერთობაშია’’ ხმების 33.95%- ით.

5%-იანი ბარიერი ვერ გადალახა ვერც ერთმა სხვა პოლიტიკურმა პარტიამ. რაც შეეხება მაჟორიტარულ არჩევნებს, მაჟორიტარულ ოლქებში საუკეთესო შედეგი აქვთ ორი საარჩევნო სუბიექტის კანდიდატებს: „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოსა“ და საარჩევნო ბლოკის ,,ნაციონალური მოძრაობა, გაერთიანებული ოპოზიცია ,,ძალა ერთობაშია’’ შემდეგ კანდიდატებს:
N28 ოლქი – ტიტე აროშიძე 41.85%
გიორგი კირთაძე – 34.43%
N29 ოლქი – ცოტნე ანანიძე- 50.05%
ელგუჯა ბაგრატიონი -36.6%
N30 ოლქი – ფრიდონ ფუტკარაძე -48.93%
გია აბულაძე – 31.81%.

2020 წლის არჩევნების აქტივობამ შეადგინა 59,12 პროცენტი. (2016 წლის აქტივობის მაჩვენებელია – 52,97%). მოცემული დროისთვის საოლქო საარჩევნო კომისიებში 36 პროცედურული ხასიათის საჩივარია შესული. არჩევნების შედეგების შეჯამებამდე მოხდება საჩივრების განხილვა. კანონმდებლობის თანახმად, საუბნო საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ორი დღის ვადაში ზემდგომ საოლქო საარჩევნო კომისიაში. საოლქო საარჩევნო კომისიას საჩივრის განხილვისთვის ასევე ორდღიანი ვადა აქვს. საოლქო საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს რაიონულ საქალაქო სასამართლოში, რომელიც საჩივარს მისი მიღებიდან ორი დღის ვადაში განიხილავს. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება შესაძლოა ერთი დღის ვადაში გასაჩივრდეს სააპელაციო სასამართლოში, რომელიც თავის მხრივ ერთი დღის ვადაში განიხილავს საჩივარს. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება კი საბოლოოა და არ საჩივრდება.

ამ ვადების გათვალისწინებით, კანონის თანახმად, არჩევნების დღიდან არაუგვიანეს მე-19 დღისა (18 ნოემბერი) უსკო საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებისაგან მიღებული ოქმებისა და სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების საფუძველზე, თავის სხდომაზე აჯამებს უმაღლესი საბჭოს პროპორციული არჩევნების შედეგებს. უმაღლესი საბჭოს წევრთა მანდატები გადანაწილდება იმ საარჩევნო სუბიექტებზე, რომლებმაც არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ნამდვილი ხმების 5 % მაინც მიიღეს.

თუ მაჟორიტარული სისტემით ჩატარებული არჩევნების პირველ ტურში უმაღლესი საბჭოს წევრი ვერ აირჩა, (ანუ ვერ აიღო 50+1 ხმა)ტარდება მეორე ტური. მეორე ტური იმართება არჩევნებიდან მესამე შაბათს (21 ნოემბერი) და დაინიშნება უსკოს მიერ განკარგულებით.

ყველა ინფორმაცია საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ნახეთ ამ ბმულზე

თეგები: 2020 წლის არჩევნები

დაკავშირებული სტატიები

მთავარი ამბავი

2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელმა დროებითმა საგამოძიებო კომისიამ კონკრეტული პირების გამოკითხვა დაიწყო

ივნისი 15, 2021
782
პოლიტიკა

ჩვენ, ბარიერგადალახული პარტია გარეთ ვართ დარჩენილი – ნინო ბურჯანაძე

მაისი 21, 2021
823
პოლიტიკა

დღეს საგამოძიებო კომისიის წევრები ელჩებსა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდებიან

მაისი 20, 2021
868

ბოლო განახლებები

როგორ დავნერგოთ უსაფრთხოების სისტემები?

ოქტომბერი 10, 2022
772

რა შესაძლებლობებს გვთავაზობს ლიბერთი ბანკი სოფლის მეურნეობის გასავითარებლად?

ოქტომბერი 1, 2022
775

აქსესუარების ფართო არჩევანი: სად შევიძინოთ ჩანთები და ბეჭდები?

სექტემბერი 29, 2022
779

რას უნდა მივაქციოთ ყურადღება, როდესაც ბინის შეძენას გადავწყვეტთ?

სექტემბერი 27, 2022
783

სმარტ ტელევიზორის უსაზღვრო ფუნქციები

მაისი 24, 2022
835

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.1k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.3k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.4k

ბოლო სტატიები

როგორ დავნერგოთ უსაფრთხოების სისტემები?

ოქტომბერი 10, 2022

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია