შენგენის ვიზის მფლობელებს, რომლებიც პანდემიის გამო საფრანგეთში ჩარჩნენ,დროებითი ბინადრობის უფლებას მისცემენ. ინფორმაციას ამის შესახებ schengenvisainfo ავრცელებს.
როგორც საფრანგეთის დიპლომატიური უწყებების ვებ-გვერდზეა ნათქვამი, საფრანგეთში ვირუსის გამო ჩარჩენილი მოქალაქეები შენგენის ვიზის 90 დღის გახანგძლივებას შეძლებენ და დროებითი ბინადრობის უფლებას მიიღებენ.











