კონგრესმენი ადამ კინზინგერი სოციალურ ქსელ twitter-ში ვრცელ პოსტს აქვეყნებს, სადაც ყურადღებას ამახვილებს „პატრიოტთა ალიანსის“ რიტორიკასა და რუსეთის მიერ საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში ჩარევის მცდელობას აფასებს.
„შეშფოთებული ვარ ზოგიერთების მიერ გავრცელებული დეზინფორმაციით, რომლებიც ირწმუნებიან, რომ აჭარა თურქეთის მხრიდან საფრთხის ქვეშაა. ეს მტკიცება უაზრობაა. თურქეთი საქართველოსა და შეერთებული შტატების მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორია.
უმთავრესად შეშფოთებული ვარ იმით, რომ ეს ბრალდება რუსეთის მცდელობაა ყურადღება გადაატანინოს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან და გავლენა მოახდინოს მომავალ მნიშვნელოვან არჩევნებზე.
მოვუწოდებ ყველა პარტიას, გამჭვირვალე გახადონ ინფორმაცია ნებისმიერი უცხოური ფინანსური მხარდაჭერის შესახებ და თავი შეიკავონ საშიში რიტორიკისგან. მსოფლიო აკვირდება საქართველოს, როგორ დგამს ის მნიშვნელოვან ნაბიჯებს დემოკრატიისკენ და ვიმედოვნებ, რომ მათი არჩევნები იქნება თავისუფალი, სამართლიანი და გადაწყვეტილება მიღებული იქნება მხოლოდ და მხოლოდ ქართველი ხალხის მიერ”,-წერს კინზინგერი.
„პატრიოტთა ალიანსის“ ბანერებზე აჭარა ოკუპირებულ ტერიტორიად აღნიშნეს











