ამ ორ დღეში დავინახავთ, შეთანხმების გზით მივდივართ, თუ დაპირისპირების, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ჟურნალისტებს კრისტიან დანიელსონთან შეხვედრამდე განუცხადა.
მისივე თქმით, მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის შეთანხმება სჭირდება ქვეყანას და არა რომელიმე პოლიტიკურ პარტიას.
„ზოგადად ვფიქრობ, შეთანხმება სჭირდება ჩვენს ქვეყანას, სახელმწიფოს და არა რომელიმე პოლიტიკურ პარტიას, პოლიტიკურ ძალას. ყველა სახელმწიფოებრივად უნდა მივუდგეთ ამ საკითხს. ამ ორ დღეში დავინახავთ ჩვენ, მივდივართ შეთანხმების გზით , თუ დაპირისპირების გზით. ბევრი რამ დამოკიდებულია „ქართულ ოცნებაზე“ და არა ოპოზიციაზე“, – აცხადებს ვაშაძე.
კრისტიან დანიელსონი საქართველოში პოლიტიკური დიალოგის მედიაციისთვის თბილისს 12 მარტს ეწვია.









