„პარტიების დაფინანსება ეს არის ხალხის ფული და რა თქმა უნდა, ჩვენ დავაკვირდებით, თუ რა იქნება საზოგადოების დაკვეთა ამასთან დაკავშირებით“, – ამის შესახებ არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მედიის წარმომადგენლების კითხვაზე, უნდა შეუწყდეს თუ არა დაფინანსება იმ პარტიებს, რომლებიც პარლამენტში შესვლაზე უარს ამბობენ თალაკვაძემ ასე უპასუხა:
„საზოგადოებამ იცის, მათი გადასახადები უნდა დაიხარჯოს იმაში, რომ ოპოზიციურმა პარტიებმა იმუშაონ პარლამენტში, გაუწიონ ოპონირება და ზედამხედველობა როგორც მმართველ გუნდს, ასევე მთავრობას. შესაბამისად, ჩვენ დავაკვირდებით საზოგადოების აზრს ამასთან დაკავშირებით. დავაკვირდებით, თუ რა იქნება ჩვენი მოქალაქეების დაკვეთა დაფინანსებასთან დაკავშირებით. ამის შემდეგ ვიმსჯელებთ ამ საკითხზე“, – განაცხადა თალაკვაძემ.
იტყვის თუ არა ოპოზიცია უარს საბიუჯეტო დაფინანსებაზეც, რომელიც ჯამში 31 მილიონზე მეტია











