1-ელ თებერვალს საქართველოში კორონავირუსის გამო დაწესებული რამდენიმე შეზღუდვა მოიხსნა. შეზღუდვების მოხსნა ქვეყნის დიდ ქალაქებს შეეხო, თუმცა რამდენიმე რეგულაცია ერთი თვის განმავლობაში კვლავ ძალაში რჩება.
როგორც მთავრობაში განმარტავენ, შეზღუდვების დაჩქარებული მოხსნა ეპიდსიტუაციაზეა დამოკიდებული.
შეზღუდვები, რომლებიც ჯერ კიდევ ძალაში რჩება ასეთია:
- თბილისში, რუსთავსა და ქუთაისში სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში პირველი მარტიდან გაგრძელდება.
- შეზღუდული რჩება ქორწილები და სხვა დიდი წვეულება, ან სარიტუალო ღონისძიება. სხვა რეგიონებში კი, რესტორნები და კვების ობიექტები, მათ შორის სასტუმროები, გააგრძელებენ მუშაობას გატანის სერვისით იმ წესების დაცვით, რაც მოქმედებდა დღეისთვის.
- ყველა ქალაქში ღია და დახურული ბაზრობები 15 თებერვლიდან გაიხსნება.
- 1-ელ მარტამდე ქვეყნის მასშტაბით ძალაში რჩება გადაადგილებაზე არსებული შეზღუდვა 21:00 საათიდან 05:00 საათამდე.
- დედაქალაქში მუნიციპალური ტრანსპორტით მოძრაობა კვლას აკრძალულია, ასევე არ არის დაშვებული საქალაქთაშორისო ტრანპსორტით გადაადგილება.











