შეზღუდვების პირველ შედეგებს იანვრის შუა რიცხვებამდე ვერ ვიგრძნობთ, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„ამ შეზღუდვების შედეგებს ჩვენი მოქალაქეები, ჯანდაცვის სისტემა, თითოეული ჩვენგანი 4-5 კვირის შემდეგ ვიგრძნობთ. ეს იქნება უმნიშვნელო შეღავათი, ყველას კარგად უნდა გვესმოდეს ამ შეზღუდვების მნიშვნელობა. ეს არ არის „ლოკდაუნი“. წარმოება, ყველაფერი მუშაობს, აქ საუბარია არასაბაზისო პირველადი მოთხოვნების სერვისებზე“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.











