ევროკავშირის სახელმწიფოებმა შეზღუდვები ძალიან სწრაფად არ უნდა შეამსუბუქონ, წინააღმდეგ შემთხვევაში, შობის შემდეგ ეპიდემიის მესამე ტალღის საფრთხის წინაშე აღმოჩნდებიან,- ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა. ინფორმაციას lefigaro ავრცელებს.
დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ევროპული ცენტრი მიიჩნევს, რომ ევროკავშირის ქვეყნების უმეტესობაში კოვიდსიტუაცია სერიოზულად შემაშფოთებელია.
„ზაფხულის სიტუაციიდან გაკვეთილი უნდა გამოვიტანოთ. არ უნდა გავიმეოროთ იგივე შეცდომები. შეზღუდვების ძალიან სწრაფად და ძალიან ფართოდ შემსუბუქება შობის შემდეგ მესამე ტალღის დადგომის საფრთხეს შეიცავს“, – განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.











