ავტოსკოლაში მართვას კი არ სწავლობენ, გამოცდის ჩასაბარებლად მიდიან, – ამის შესახებ ექსპერტმა ვიქტორ კვირკველიამ ვახო ხუზმიაშვილის გადაცემაში „თავისუფალი სივრცე“ განაცხადა.
მისივე თქმით, ავტოსკოლებში უნდა ისწავლებოდეს, როგორ გამოიყვანოს მძღოლმა თავი საავარიო სიტუაციიდან.
„უმეტესობა საქართველოში ავტოსკოლაში იმისთვის კი არ მოდის, რომ ავტომობილის მართვა ისწავლოს. მოდიან, თუ როგორ ჩააბარონ გამოცდა მომსახურეობის სააგენტოში. ადრინდელი ნათქვამი, რომ არის „შოფერი“ მაინც გამოვაო, მძღოლობა სახუმარო არ არის. სიცოცხლეზე გვაქვს საქმე. რამდენიმე წელია პირველ ადგილზე ვართ ევროპაში. ჩვენ ხალხს გვეკადრება ეს? სიტუაცია აუცილებლად უნდა გამოვასწოროთ. საავარიო სიტუაცია რომ შეიქმნება, მომავალმა მძღოლმა უნდა იცოდეს, როგორ გამოიყვანოს თავი. ეს უნდა ისწავლებოდეს. რატომ არ ისწავლება? იმიტომ, რომ დღეს ჩვენთან ამ კუთხით სასწავლო პროცესი არ მიმდინარეობს,“ – აცხადებს ვიქტორ კვირკველია.











