შვედეთი 65 წელს გადაცილებული მოსახლეობის AstraZeneca-ს ვაქცინით აცრას განაახლებს. ინფორმაციას ამის შესახებ Guardian-ი ქვეყნის ჯანდაცვის სააგენტოზე დაყრდნობით ავრცელებს.
„ვაქცინა ხანდაზმული ადამიანებისთვის, რომელთა ნაწილიც ყოველდიურად სერიოზულად ავადდება, ეფექტურია. ჩვენ ხანდაზმულებში ვაქცინის გამოყენების დროს არ გვინახავს სერიოზული გვერდითი ეფექტები“,- აცხადებენ შვედეთის ჯანდაცვის სააგენტოში.
ცნობისთვის, პანდემიის დაწყებიდან დღემდე შვედეთში კოვიდით 773,690 ადამიანი დაინფიცირდა. გარდაცვლილთა რაოდენობა 13,373-ს შეადგენს.











