შვედეთი და ლუქსემბურგი იმ ქვეყნების ჩამონათვალს შეუერთდნენ, რომლებმაც AstraZeneca-ს კორონავირუსის ვაქცინის გამოყენება დროებით შეაჩერეს. ინფორმაციას ამის შესახებ CNN-ი ავრცელებს.
შვედეთის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, მანამდე სანამ ევროპის წამლის სააგენტო ვვაქცინას იკვლევს, ქვეყანა AstraZeneca-ს მოსახლეობის ასაცრელად არ გამოიყენებს. მსგავსი პოზიცია აქვს ლუქსემბურგსაც.
ევროპის ქვეყნების ნაწილმა AstraZeneca-ს ვაქცინა მას შემდეგ შეაჩერა, რაც მსოფლიოში AstraZeneca-ს ვაქცინის მიღების შემდეგ ადამიანთა ნაწილს სისხლის შედედებასთან დაკავშირებული პრობლემები გამოუვლინდათ. თუმცა, ჯერჯერობით დადასტურებული არაა არსებობს თუ არა რეალურად ვაქცინასა და გვერდით ეფექტებს შორის კავშირი.











