fbpx
17/05/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

შვიდი ბიზნესასოციაცია გაზის ტარიფის ზრდასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

13:25 დეკემბერი 10, 2020
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
844
ნახვა

საქართველოში მოქმედი შვიდი ბიზნესასოციაცია გაზის ტარიფის ზრდასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

იცინი საქართველოს მთავრობას მიმართავენ, დროულად ჩაერიოს საკითხის მოგვარებაში და პროცესის დასარეგულირებლად ყველა ბერკეტი გამოიყენოს.

„რამოდენიმე დღის წინ, ჩვენთვის და საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა, რომ გაზმომარაგების კომპანიამ „თბილისი ენერჯი“ მიიღო ბიზნეს-სუბიქტებისთვის (ე.წ. კომერციული სექტორი) გაზმომარაგების ტარიფის 0.24 ლარით გაზრდის გადაწყვეტილება. კომპანიის განმარტებით, ამის მიზეზი გახდა ეროვნული ვალუტის კურსის მკვეთრი გაუფასურება ძირითად უცხოურ ვალუტებთან მიმართებით.

გვსურს დავაფიქსიროთ ჩვენი პრინციპული და მკვეთრად უარყოფითი პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით. განსაკუთრებით გაუგებარია ამ გადაწყვეტილების მიღება ახლა, უმძიმესი ეკონომიკური კრიზისის დროს, რომელიც გამოწვეულია კორონავირუსის პანდემიის გავრცელების დიდი მასშტაბით ჩვენს ქვეყანაში და მთელს მსოფლიოში. ახლა, როცა თითქმის ყველა ბიზნესი გაჩერებულია და დაზარალებული დარგები მუდმივად მიმართავენ მთავრობას სხვადასხვა სახის დახმარებებისა და შეღავათების გაწევის მოთხოვნით, “თბილისი ენერჯი” იღებს მოულოდნელ და შეუთანხმებელ გადაწყვეტილებას და ბიზნესზე ახორციელებს სრულიად გაუმართლებელ დამატებით წნეხს და უზრდის ისადაც მაღალ კომუნალურ გადასახადს.

ცნობილია, რომ მოქმედი რეგულაციების მიხედვით, კომერციული სექტორისთვის ტარიფების დაწესება არ რეგულირდება ეროვნული მარეგულირებლის მიერ, რაც ასევე, რბილად რომ ვთავათ, უცნაურია. მაგრამ აქ გასათვალისწინებელია ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი – განსხვავებით ჩვეულებრივი სტანდარტული ეკონომიკური საქმიანობისგან, ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს ბუნებრივ მონოპოლიასთან, რომლის ესა თუ ის გადაწყვეტილება მკვეთრ ზეგავლენას ახდენს ქვეყნის მთელს ეკონომიკაზე და მასში ჩართულ ყველა სუბიექტზე. დიახ, “თბილისი ენერჯიმ” გვაცნობა, რომ ტარიფის ზრდა არ შეეხება ჩვეულებრივ საყოფაცხოვრებო მომხმარებლებს, მაგრამ ეს რომ ასე არ არის, ყველასათვის ცხადია. ჯერ ერთი, გაზის ტარიფის გაძვირება გამოიწვევს პროდუქციის თვითღირებულების და შესაბამისად, სარეალიზაციო ფასების ზრდას, რასაც ეს საყოფაცხვრებო მომხმარებელი მყისიერად იგრძნობას საკუთარ ჯიბეზე, და მეორე, ამ ე.წ. საყოფაცხოვრებო მომხმარებლების აბსოლუტური უმრავლესობა დასაქმებულია სწორედ იმ კომპანიებში, რომლებსაც ახლა დამატებითი უზრმაზარი ხარჯი უჩნდებათ. შესაბამისად, ეს კოპმანიები იძულებულნი იქნებიან კიდევ უფრო შეამცირონ ან დასაქმებულების რაოდენობა ან მათი ხელფასები, რაც ნიშნავს, რომ არაპირდაპირ, მაგრამ ეს პროცესი მთელს მოსახლეობას შეეხება და მნიშვნელოვნადაც დააზარალებს.

ჩვენ კარგად გვესმის ეროვნული ვალუტის მუდმივი დევალვაციით გამოწვეული პრობლემების სიმწვავე, რასაც განიცდის ბიზნეს-საქმიანობაში ჩართული ყველა საწარმო საქართველოში. აქ არ შეიძლება არ ავღნიშნოთ, რომ ჩვენ, სხვადასხვა ბიზნეს ასოციაციები თუ ცალკეული ბიზნეს-კომპანიების წარმომდგენლები არაერთგზის გამოვსულვართ სხვადასხვა წინადადებებით და მიგვიმართავს მთავრობისა და ეროვნული ბანკისათვის წარმოედგინათ კონკრეტული გეგმა, თუ როგორ აპირებენ ამ პრობლემის მოგვარებას – ლარის შეუქცევად გაუფასურებას. თუმცა საკითხი დღემდე გადაუჭრელია და პროგნოზი იმისა, თუ როდემდე გაგრძელდება ეს უაღრესად საზიანო პროცესი, დღესაც არ არსებობს.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, ცხადია, რომ მძიმე პრობლემები შეექმნებოდა “თბილისი ენერჯისაც” და ამ საკითხის მუდმივ მოუგვარებლობაზე ის პასუხისმგებელი ვერანაირად ვერ იქნება. მაგრამ, გამომდინარე საკითხის მასშტაბურობიდან და ქვეყანაში ამ ეტაპზე მიმდინარე უმძიმესი კრიზისული პროცესებიდან, ასევე იქიდან, რომ როგორც ზემოთ უკვე ავღნიშნეთ, საქმე გვაქვს კომპანიის ბუნებრივ მონოპოლიურ მდგომარეობასთან, მოვითხოვთ “თბილისი ენერჯის” ხელმძღვანელ პირებთან შეხვედრას და მათგან განმარტებას შემდეგ 2 საკითხზე:
1) რატომ ხდება კონკრეტულად ამ ოდენობით – 0,24 ლარით ტარიფის გაძვირება და 2) წარმოდგენილ იქნას ტარიფის დათვლის მეთოდოლოგია, თუ რა კომპონენტებისგან შედგება ესა თუ ის ტარიფი და როგორია ხარჯების სტრუქტურა კომპანიაში“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

განცხადება ხელის აწერენ შემდეგი ასოციაციები: ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭო; გადასახადის გადამხდელთა კავშირი; საქართველოს მწარმოებელთა ფედერაცია; დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაცია
საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაცია; საქართველოს სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაცია; რესტორატორთა ასოციაცია.

თეგები: ბიზნესსექტორიგაზიფიცირება

დაკავშირებული სტატიები

ეკონომიკა

საზოგადოებამ ნახა, რომ პრემიერ-მინისტრი არის პრობიზნესური, ტაში, ტაში – ლაშა პაპაშვილი

მარტი 31, 2021
1k
ეკონომიკა

ნათია თურნავა განმარტავს, რას ითვალისწინებს ეკონომიკის განვითარების გრძელვადიანი გეგმა

მარტი 4, 2021
814
ეკონომიკა

ბიზნესი „კომენდანტის საათის“ დაწყების დროის 2 საათით გადაწევას ითხოვს – საგანგებო მიმართვა გახარიას

თებერვალი 17, 2021
1k

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
770

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
781

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია