fbpx
06/05/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

სიახლე თურქეთში დასაქმების მსურველთათვის – საქართველოში თურქეთის საელჩო განცხადებას ავრცელებს

16:22 აგვისტო 24, 2020
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
1.3k
ნახვა

თურქეთის საელჩო თურქეთში სეზონურ სამუშაოებზე დასაქმების მსურველთა საყურადღებოდ განცხადებას ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, სეზონური სამუშაოების გარდა, სამუშაო ნებართვა სხვა სფროში დასაქმების მსურველებმაც უნდა აიღონ.

„საქართველოს მთავრობის #164 დადგენილებაში შეტანილი ცვლილების საფუძველზე, 2020 წლის 4 აგვისტოდან საქართველოს მოქალაქეებს საშუალება ეძლევათ დასაქმდნენ თურქეთში სეზონურ სამუშაოებზე. საქართველოს უწყებების მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დროებითი დასაქმებისათვის თურქეთის რესპუბლიკაში წასვლის მსურველ საქართველოს მოქალაქეებს უნდა გააჩნდეთ თურქეთში დამსაქმებლის მიერ გამოგზავნილი, ნოტარიულად დამტკიცებული სამ თვიანი მოწვევა, სადაც აღნიშნული იქნება დასაქმებულის პირადი მონაცემები.

საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული ეს რეგულაცია არეგულირებს საქართველოს მოქალაქეების საქართველოდან თურქეთში სამუშაოდ წასვლის წესს. აღსანიშნავია, რომ თურქეთში სეზონურ სამუშაოებზე დასაქმების მსურველმა საქართველოს მოქალაქეებმა უნდა დაიცვან თურქეთის კანონმდებლობით გათვალისწინებული წესებიც.

2017 წლიდან მოქმედებს პროგრამა „YUMI-NET“-ი. იგი შექმნილია შავი ზღვის რეგიონის 6 რაიონში (სამსუნი, ორდუ, ტრაპიზონი, რიზე, გირესუნი, ართვინი) ჩაისა და თხილის სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებზე დამატებითი სამუშაო ძალის მოზიდვის მიზნით „საერთაშორისო სამუშაო ძალის შესახებ #6735 კანონის“ 13-ე მუხლის შესაბამისად. პროგრამა საქართველოს მოქალაქეებს ერთი კალენდარული წლის განმავლობაში მაქსიმუმ 90 დღინი ვადით ათავისუფლებს სამუშაო ნებართვისაგან.

უცხოელებს, რომლებსაც აქვთ სურვილი ისარგებლონ სამუშაო ნებართვისგან გათავისუფლების წესით, უნდა დარეგისტრირდნენ თურქეთის რესპუბლიკის ოჯახის, შრომისა და სოციალური სამსახურის სამინისტოს ვებგვერდზე „YUMI-NET“-ის პროგრამაში (http://yuminet.ailevecalisma.gov.tr) და შეავსონ მოთხოვნილი ინფორმაცია (პასპორტში/პასპორტთან გათანაბრებულ დოკუმენტში ან პირადობის მოწმობაში მითითებული პირადი ინფორმაცია ან უცხო ქვეყნის პირადი ნომერი; თურქეთში ვიზით/ვიზის გარეშე მყოფებმა – თურქეთის ტერიტორიაზე შესვლის თარიღი; თურქეთში ბინადრობის უფლების მქონე პირებმა – ნებართვის გაცემისა და ამოწურვის თარიღები).

აღნიშნულ ელექტრონულ სისტემაში დარეგისტრირებულმა უხცოეთის მოქალაქეებმა სამუშაო ადგილის მიხედვით უნდა მიმართონ ადგილობრივ მმართველ უწყებას და წარადგინონ: ელ. სისტემის მიერ მათთვის მინიჭებული პირადი ნომერი, თურქეთის საზღვრის კვეთის თარიღი ან ბინადრობის უფლების გაცემისა და ამოწურვის თარიღები, რეგისტრაციის ნომერი, რეგისტაციის დოკუმენტი და სხვა მოთხოვნილი საბუთები (ვიზით/უვიზოდ თურქეთში მყოფებმა – პასპორტი/პასპორტთან გათანაბრებული დოკუმენტი; თურქეთის ტერიტორიაზე პირადობით შესულმა პირებმა – პირადობა და სასაზღვრო-გამშვები პუნქტის მიერ გაცემული საზღვრის კვეთის დოკუმენტი; თურქეთში ბინადრობის უფლების მქონე უცხოელმა პირებმა – პასპორტი/პასპორტთან გათანაბრებული დოკუმენტი ან ბინადრობის უფლება).

ამგვარად, საქართველოს მოქალაქეებმა, რომლებსაც სურთ თურქეთში ჩაისა და თხილის სამუშაოებზე დასაქმება, აუცილებლად უნდა დარეგისტრირდნენ ინტერნეტით: „YUMI-NET“-ის ელექტრონულ პროგრამაში, ხოლო შემდგომ მიმართონ სამუშაო ადგილის მიხედვით ადგილობრივ მმართველ უწყებას და იქ გაიარონ რეგისტრაცია“,- ნათქვამი გავრცელებულ ინფორმაციაში.

თეგები: თურქეთის საელჩოთურქეთში დასაქმებულები

დაკავშირებული სტატიები

მთავარი ამბავი

თურქეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს საელჩო აფრთხილებს

სექტემბერი 3, 2021
876
პოლიტიკა

თურქეთის საელჩო საქართველოდან თურქეთის მიმართულებით საზღვრის კვეთის წესებზე ინფორმაციას ავრცელებს

ივნისი 1, 2021
906
საზოგადოება

15 მარტიდან თურქეთში შესვლის წესი იცვლება

მარტი 13, 2021
845

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია