„გირჩი – მეტი თავისუფლების“ – ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე „ნამახვანჰესისი“ შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება.
როგორც ჯაფარიძე ამბობს, მასში ფულის ჩადება აღარავის მოუნდება ამ ხელისუფლების პირობებში.
„გილოცავთ. სიბნელემ, უტვინობამ და უსამართლობამ კიდევ ერთხელ გაიმარჯვა, რადგან ივანიშვილს არ სურს ხმების და, შესაბამისად, ძალაუფლების დაკარგვა. ეს არ არის მხოლოდ დაკარგული 800 მლნ დოლარი
აქ ფულს აღარავინ ჩადებს სანამ ეს ხელისუფლებაა. ეს ხელისუფლება არის გარანტირებული სიღარიბის რეცეპტი“,- ამბობს ზურაბ ჯაფარიძე.
შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ENKA Renewables-ი საქართველოს სახელმწიფოსთან არსებულ ხელშეკრულებას წყვეტს – $800 მილიონიანი ჰიდროელექტროსადგური აღარ აშენდება.











