სიღნაღის მუნიციპალიტეტში ნახევარფაბრიკატების საწარმოს, რომელიც საკვებ პროდუქტებს აწარმოებს, სამუშაო პროცესი შეუჩერდა.
სურსათის ეროვნული სააგენტოს კახეთის რეგიონული სამსახურის ინსპექტორებმა, სოფელ საქობოში მოქმედი საწარმო დააჯარიმეს და საწარმოო პროცესის გაგრძელება აუკრძალეს.
სააგენტოში განმარტავენ, რომ სანქციის გამოყენება კრიტიკული შეუსაბამობისა და სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების უხეში დარღვევის გამო მოხდა.
„დაჯარიმება და საწარმოო პროცესის შეჩერება ჰიგიენური ნორმების მძიმე დარღვევების გამო მოხდა. იმ შემთხვევაში, თუ საწარმო შეუსაბამობებს გამოასწორებს, ის სამუშაო პროცესის განახლებას შეძლებს“, – განაცხადეს სააგენტოში.
ნახევარფაბრიკატების საწარმო ერთ-ერთ ადგილობრივს ეკუთვნის და საკუთარი პროდუქციის საწარმოებლად ის ხორცს იყენებს.
ავტორი: ხათუნა გულიაშვილი










