სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოდბისხევში, ქშუტაშვილების კუთვნილი საცხოვრებელი სახლი აფეთქდა. წინასწარი ინფორმაციით, აფეთქების შედეგად, დაშავებულია ხანდაზმული ქალი.
დაშავებული ამ წუთებში სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადას წნორის საავადმყოფოში გადაჰყავს.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განმარტებით, შემთხვევის სავარაუდო მიზეზი ბუნებრივი აირის გაჟონვა გახდა. აფეთქების შედეგად, საცხოვრებელი სახლის ერთი ნაწილი დანგრეულია.
შემთხვევის ადგილზე სამართალდამცავები და ექსპერტები იმყოფებიან.
ავტორი: ხათუნა გულიაშვილი











