სიკვდილიანობის მაჩვენებელი პროპორციულად უცვლელი გვაქვს – 1,37% არის დღეს სიკვდილობის მაჩვენებელი, – ამის შესახებ თამარ გაბუნიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მორიგი სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ხაზი ინფიცირების პრევენციის მნიშვნელობას გაუსვა.
„შემთხვევების რაოდენობა მატულობს, თუმცა პროპორციული მატება სიკვდილიანობის მაჩვენებელში არ აღინიშნება, რაც არის იმის ნიშანი, რომ განსაკუთრებულად მძიმე შემთხვევებთან ამ ეტაპზე საქმე არ გვაქვს. თუმცა აბსოლუტურ ციფრებში ეს არის მაღალი მაჩვენებელი და ძალიან საყურადღებოა. ამიტომ არის მნიშვნელოვანი პრევენცია, ვაქცინაცია და ის, რომ შემთხვევები შემცირდეს. თითოეული 3 ათასი ინფიცირებულიდან მოსალოდნელია, რომ დაახლოებით 1,3% გარდაცვალების შემთხვევა დაახლოებით 2-3 კვირის განმავლობაში დადგება“, – განაცხადა გაბუნიამ.











