რუსთაველზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე დაკავებულების მტკიცებით, მათ უდანაშაულობას არსებული ვიდეო-კადრებიც ადასტურებს, თუმცა სასამართლოს სამართლიანობის იმედი არ აქვთ.
მოსამართლემ გუშინ, დღის ბოლოს მხოლოდ ერთი დაკავებულის ლექსო მაჭავარიანის მიმართ გამოიტანა გადაწყვეტილება და მას 1000 ლარიანი ჯარიმა დააკისრა. სასამართლო პროცესი საქალაქო სასამართლოსთან აქციის ფონზე მიმდინარეობდა.
ცნობისთვის, აქტივისტები პარლამენტის წინ აქციაზე ადმინისტრაციული წესით ორი დღის წინ დააკავეს.
მათ პოლიციისადმი დაუმორჩილებლობასა და წვრილმან ხულიგნობას ედავებიან.











