fbpx
19/04/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

სირცხვილის დერეფანი ეს არის ანტისახელმწიფოებრივი განზრახვა – ირაკლი ჩიქოვანი

08:10 ნოემბერი 18, 2020
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
779
ნახვა

„ქართული ოცნების“ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ირაკლი ჩიქოვანმა, ცალკეული ოპოზიციური პარტიების მიერ გაჟღერებული ინიციატივა, მეორე ტურის დღეს ამომრჩევლისთვის „სირცხვილის კორიდორების“ მოწყობასთან დაკავშირებით ანტისახელმწიფოებრივ განზრახვად შეაფასა.

როგორც ირაკლი ჩიქოვანი აცხადებს, ,,სირცხვილის კორიდორების” მოწყობა მიუღებელია იმ კულტურისა და ურთიერთობებისთვის რომელიც ზუგდიდში არსებობს.

,,არა მარტო ირაკლი ჩიქოვანი, არა მხოლოდ ,,ქართული ოცნების” მხარდამჭერები, არამედ ზუგდიდელები ვთვლით, რომ ეს არის ანტისახელმწიფოებრივი განზრახვა, როდესაც კონკრეტული პოლიტიკური ძალა და ადამიანთა ჯგუფი ცდილობს საკუთარი ქვეყნის მოქალაქეების ერთი ჯგუფი დააპირისპიროს მეორე ჯგუფს, ამას სხვას მეტს ვერაფერს ვერ დავარქმევთ, იმიტომ, რომ არჩევნებიც არის და არჩევნებიც, შეჯიბრებითობაც არის და შეჯიბრებითობაც, მაგრამ არის გაცილებით დიდი ღირებულება, რომელიც არის სახელმწიფო და დემოკრატიული პროცესები.

ეს მოწოდება კიდევ ერთხელ ცხადყოფს და ნათლად გამოავლენს იმას, რომ ამ არჩევნებთან მიმართებაში „ნაციონალურ მოძრაობას“ შედეგის დადების არანაირი ინტერესი არ ჰქონდა, მათი ინტერესი იყო მხოლოდ და მხოლოდ დესტაბილიზაციისა და დესტრუქციის საფუძველი ყოფილიყო ეს არჩევნები.

ზუგდიდში ასეთ შესაძლებლობას მე ნაკლებად ვხედავ, თუმცა აქ თვითშემოქმედებასაც კი ჰქონდა ადგილი ზოგ -ზოგიერთი ადგილობრივი პარტიული აქტივისტის თუ ხელმძღვანელის მხრიდან, რომ ისინი ასეთ რაღაცას აპირებენ, მაგრამ ეს არის მიუღებელი იმ კულტურისთვის და იმ ურთიერთობისთვის, რომელიც ჩვენს ქალაქში გვაქვს“, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

ირაკლი ჩიქოვანი 31 ოქტომბერს ჩატარებულ არჩევნებსაც შეეხო და განაცხადა, რომ არჩევნები დემოკრატიის საუკეთესო გამოვლინება იყო, რომელიც ჩატარდა თავისუფალ და კონკურენტულ გარემოში.

,,ყურით მოთრეული აქციები, რომლებიც საოლქო საარჩევნო ადმინისტრაციასთან ტარდებოდა პირდაპირ გეუბნებით საზოგადოებაში არ პოულობდა არანაირ გამოხმაურებას და არანაირ მხარდაჭერას. ადამიანებს დღეს ზუგდიდში არ აქვთ არანაირი განცდა, რომ ვინმემ რაიმენაირი არჩევანი მათ მოპარა, ან რაიმე ფორმით მათი არჩევანი იყო დამახინჯებული – ეს არის რეალობა. სირცხვილის კორიდორს მოაწყობენ კი არა ეს არის ძირგამომთხრელი მოღვაწეობა, პირდაპირ ვამბობ – ეს არის სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული ქმედება და მართლაც სისხლის სამართლის დანაშაული“, – განაცხადა ,,ქართული ოცნების“ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ირაკლი ჩიქოვანმა.

თეგები: ირაკლი ჩიქოვანი

დაკავშირებული სტატიები

პოლიტიკა

კასპში „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მორიგი პროვოკაცია მოაწყო – ირაკლი ჩიქოვანი

სექტემბერი 25, 2021
788
პოლიტიკა

ირაკლი ჩიქოვანმა განმარტა, რა საკითხები განიხილეს ვაშინგტონში, ამერიკელ პარტნიორებთან

აპრილი 15, 2021
785
პოლიტიკა

ჩიქოვანი კაპანაძეს: აგვისტოს ომის შესახებ რეზოლუციას საქართველოს არც ერთი წარმომადგენელი არ უნდა დათანხმებოდა

აპრილი 6, 2021
855

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია