“დღესაც მივიღე გაფრთხილება სპეციალური სამსახურიდან, რომ იმ შემთხვევაში თუ არ შევავსებ დეკლარაციას, მემუქრებიან სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობით, რაც წარმოუდგენელია. არ ვაპირებთ რეჟიმი გავამართლოთ”, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა ხატია დეკანოიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
“ძალიან დიდი მადლობა ჩვენს პარტნიორებს, ელჩებს, რომლებმაც ძალიან დიდი ძალისხმევა ჩადეს არა მარტო ამ მოლაპარაკებებში, არამედ საქართველოს დემოკრატიის განვითარებაში და კანონის უზენაესობაში. გასაგებია მათი პოზიცია, მათი პოზიციაა, რომ პარლამენტარიზმი გადარჩეს, ჩვენი პოზიციაა, რომ საქართველოში პარლამენტში შესვლით ჩვენ ვერ გადავარჩენთ პარლამენტარიზმს. ჩვენ, იმ ადამიანებმა, ვინც მოვიპოვებთ ამ გაყალბებული არჩევნებით მანდატები, არ ვაპირებთ პარლამენტში შესვლას. არ ვაპირებთ რომ მივანიჭოთ ლეგიტიმაცია და ფასადური დემოკრატია გავუფორმოთ ამ ხელისუფლებას და ამ რეჟიმს, უფრო მეტსაც გეტყვით, დღესაც მივიღე გაფრთხილება სპეციალური სამსახურიდან, რომ იმ შემთხვევაში თუ არ შევავსებ დეკლარაციას, მემუქრებიან სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობით, რაც წარმოუდგენელია. არ ვაპირებთ რეჟიმი გავამართლოთ”,-აცხადებს დეკანოიძე.









