„სითი მოლში“ ევაკუაციის გამოცხადების მიზეზი ცნობილია.
„პრაიმტაიმნიუსის“ ინფორმაციით, რესტორან „უკვეში“ დაკვამლიანება იყო, შესაბამისად, უსაფრთხოების ნორმებიდან გამომდინარე, საჭირო გახდა სავაჭრო ქსელიდან ხალხის ევაკუაცია.
როგორც „სითი მოლის“ პრესსამსახურში აცხადებენ, ამ დროისთვის ადგილზე მშვიდი ვითარებაა. ჯერჯერობით უცნობია, მოხდება თუ არა მომხმარებლების სავაჭრო ცენტრში შეყვანა, რადგან მთავრობის რეგულაციის მიხედვით, ზუსტად 22:00 საათზე ყველა დაწესებულება იხურება, მათ შორის „სითი მოლიც“.
ნახეთ „პრაიმტაიმნიუსის“ პირდაპირი რეპორტაჟი შემთხვევის ადგილიდან
⭕Live: ევაკუაცია "სითი მოლში"
Posted by Prime Time on პარასკევი, 23 ოქტომბერი, 2020











