კალიფორნიაში, ხანძრის გამო, 100 000 ადამიანის ევაკუაციის ბრძანება გასცეს.. ინფორმაციას AP-ი ავრცელებს.
ცეცხლის სწრაფად გავრცელებას ხელს ძლიერი ქარი და ჰაერის მაღალი ტემპერატურა უწყობს.
მშრალი ჰავის გამო, კალიფორნიის ტყეში ხანძრები ძირითადად ოქტომბერ-ნოემბერში ჩნდება. წელს ხანძრების შედეგად შტატში 16,6 ათასი კვადრატული კილომეტრის ტყის მასივი დაიწვა.
განადგურდა 9 200-მდე სახლი. დაიღუპა 31 ადამიანი.











