ბუბა კიკაბიძე პოლიტიკურ გეგმებზე საუბრობს.
„მე რუსეთში მოღვაწეობაზე დიდი ხნის წინ ვთქვი უარი. ეს რომ არ გამეკეთებინა ჩემი შვილიშვილების შემრცხვებოდა. არ შეიძლება კაცი, რომ გირტყამს, იმასთან ჩახვიდე და იმღერო.
თუ ყველაფერი კარგად დამთავრდა და ეს მთავრობა წავიდა, მე შეუძლიათ გამომიყენონ მხოლოდ შეხვედრების დროს. სიტყვა მეთქმის რუსეთშიც, უკრაინაშიც, აზერბაიჯანშიც, სასომხეთსა და ყაზახეთშიც“, – თქვა კიკაბიძემ ტელეკომპანია „მთავარის“ ეთერში.











