სლოვენია შეზღუდვებს ამკაცრებს. ინფორმაციას ამის შესახებ Guardian-ი ავრცელებს.
ქვეყანაში დაიხურება არასაჭირო მაღაზიები. შეიზღუდება შეკრების ლიმიტი. სკოლები სწავლის პროცესს დისტანციურად გააგრძელებენ. მოქალაქეებს ქვეყნის დატოვება მხოლოდ იმ შემთხვევაში შეეძლებათ, თუ ვაქცინაციის დამადასტურებულ ცნობას წარმოადგნენ.
ქვეყნის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, შეზღუდვები ძალაში აპრილის შუა რიცხვებამდე იქნება.
„იმედი გვაქვს ამ შეზღუდვების შედეგს 12 აპრილის შემდეგ ვიხილავთ“,- განაცხადა სლოვენიის პრემიერმა.
ცნობისთვის, პანდემიის დაწყებიდან სლოვენიაში კოვიდით 212,678 ადამიანი დაინფიცირდა.











