fbpx
15/04/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

სმარტ ტელევიზორის უსაზღვრო ფუნქციები

14:41 მაისი 24, 2022
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
1k
ნახვა

რა არის სმარტ-ტვ?

სმარტ ტელევიზორები უკვე წლებია არსებობს, მაგრამ დღეს ისინი ბევრად უფრო ჭკვიანები არიან, ვიდრე პირველად წარმოგვედგინა.

სტრიმინგის სერვისების საშუალებით ფილმებისა და შოუების ყურება კომფორტული და მარტივი გახდა. შეიცვალა ტელევიზორებიც და დაემატა ისეთი ფუნქციები, როგორიცაა სტრიმინგის სერვისები და ხმოვანი კონტროლი.

დღევანდელი, მუდმივად დაკავშირებული სამყარო უფრო ჭკვიან ტექნოლოგიას ითხოვს ვიდრე ანტენებიანი და სადენებიანი ტელევიზორებია. მძლავრი პროცესორებით, ინტერნეტით და ადვილად ნავიგაციის პროგრამული უზრუნველყოფით, თანამედროვე ტელევიზორი უფრო სმარტფონს ან პლანშეტს ჰგავს, ვიდრე ტელევიზორს.

მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ დღეს ტელევიზორების უმეტესობა “ჭკვიანია,” მათი ფუნქციები ერთმანეთისგან განსხვავდება. ასე რომ, შეიძლება თუ არა სპეციფიკაციები ბრენდის და მოდელის მიხედვით განსხვავდება.

 

სმარტ-ტვს ფუნქციები:

სმარტ ტელევიზორები, ისევე როგორც სმარტფონები და თანამედროვე მოწყობილობები, უკავშირდება ინტერნეტს და აპლიკაციებს. ტელევიზორის ეს ფუნქციები გართობის ახალ, სრულიად განსხვავებულ სამყაროს ქმნის. Netflix-სა და Hulu-ზე ვიდეოს სტრიმინგიდან დაწყებული, თამაშებამდე, სოციალური მედიის შემოწმებამდე და დაკავშირებული გაჯეტებით სავსე სახლის კონტროლამდე, თანამედროვე ტელევიზორს ყველაფერი შეუძლია.

რომელი ტექნიკის კომპანია აკეთებს სმარტ-ტელევიზორებს?

ტელევიზორის უმსხვილესი მწარმოებელი უკვე დიდი ხანია “ძველებური” ტელევიზორის შექმნისგან თავს იკავებს. უმსხვილესი სმარტ-ტელევიზორების მწარმოებლების ნაწილობრივი სია მოიცავს:

  • Hisense,
  • LG,
  • Panasonic,
  • Philips,
  • Samsung,
  • Sony,
  • TCL

საუკეთესო და ყველაზე იაფი სმარტ-ტვ საქართველოში

წლების წინ, სმარტ-ტელევიზორის ყიდვა უფრო დიდ ფინანსებთან ასოცირდებოდა. თუმცა, დღეს, სმარტ-ტვს ფასებმა საგრძნობლად დაიკლო და ყველასთვის ხელმისაწვდომია.

ფასები ბრენდის, ტელევიზორის შესაძლებლობის და ზომის მიხედვით განისაზღვრება.

მაგალითად, ცნობილი ბრენდის, “ტოშიბას” 32 ინჩიანი სმარტ-ტვს ყიდვა 800 ლარის ფარგლებშია შესაძლებელი. იგივე ზომის და იგივე ფუნქციებით სხვა, შედარებით უცნობი მწარმოებლების ტელევიზორის ყიდვა უფრო დაბალ ფასად, 500-600 ლარადაც კი არის შესაძლებელი.

ჭერი ტელევიზორის ფასებისთვის არ არსებობს. გადააწყდებით 1000, 5000 და 10,000-ლარიან ტელევიზორებსაც კი.

 

სმარტ-ტვს შეუძლია, რომ ლეპტოპი ჩაანაცვლოს?

მიუხედავად იმისა, რომ ბევრ სმარტ ტელევიზორს შეუძლია ინტერნეტთან დაკავშირება და ვებ ბრაუზერთან წვდომაც აქვს, ეს ტექნოლოგია მაინც შეზღუდულია. გრძელვადიან პერსპექტივაში, ნოუთბუქით მუშაობა უკეთესია.

სმარტ ტელევიზორების მთავარი მიზანი არის, რომ იყოს გასართობი საშუალება.

კომპიუტერებს უფრო ფართო უპირატესობა აქვთ სმარტ ტელევიზორებთან შედარებით. ფოტოებისა და ვიდეოების სტრიმინგის გარდა, შეგიძლიათ ბევრი სხვა დავალების შესრულება, როგორიცაა ფოტო დამუშავება, ცხრილებზე და Word დოკუმენტებში მუშაობა.

ნოუთბუქები სამუშაოდ უკეთესია,  რადგან აპლიკაციები სრულ ვერსიებად არის წარმოდგენილი, სმარტ-ტელევიზორში კი – გამარტივებულად.

მიუხედავად იმისა, რომ სმარტ ტელევიზორებზე ტექსტის დამუშავება შეგიძლიათ, ეს ძალიან შრომატევადია, განსაკუთრებით მაშინ, თუ ამოცანის შესასრულებლად სხვადასხვა აპლიკაციებს შორის გადართვა გჭირდებათ.

სმარტ-ტვ კომპიუტერს, ლეპტოპს ან სმარტფონს ჯერ ვერ ჩაანაცვლებს. ტელევიზორი რაც არ უნდა ჭკვიანი იყოს, კვლავ თავის პირველად დანიშნულებას, მაყურებლის გართობას, ემსახურება. თუმცა, სადაც ტექნოლოგია აქამდე მოვიდა, რომ ჩვენს საყვარელ აპლიკაციებს ტელევიზორშიც ვტვირთავთ, მომავალში რა მოხდება და რა სახეს მიიღებს ტელევიზორი, არავინ იცის….

თეგები: ტელევიზორი

დაკავშირებული სტატიები

საზოგადოება

2021 წლის საუკეთესო ტელევიზორები ვიდეო თამაშებისთვის

ნოემბერი 29, 2021
962

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
776

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია