ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. შინაგან საქმეთა სამინისტროს საგამოძიებო იზოლატორში სოხუმელი, 33 წლის ქალის ცხედარი იპოვეს. ინფორმაციას ამის შესახებ „აფსადგილ-ინფო“ ავრცელებს.
ახალგაზრდა ქალი ერთ-ერთი დაკავებულის, აინარ ზუხბას მოსანახულებლად იმყოფებოდა, რომელიც კიდევ 3 პირთან ერთად, ავტომანქანის გატაცებასა და იარაღის უკანონო შენახვა, ტარება, გადაზიდვაშია ბრალდებული.
ე.წ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქალი იზოლატორში 25 ოქტომბერს შევიდა, მისი ცხედარი კი ე.წ. პაემნის ოთახში 26 ოქტომბერს იპოვეს.
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება დაწყებულია.
ავტორი: თეა შონია











