ამ წუთებში თბილისის მერიასთან აფრიკის დასახლებაში შენობების დემონტაჟის გამო, საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.
როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, ისინი გუშინ დაკავებული ყველა პირის გათავისუფლებას და შენობების დემონტაჟის შეჩერებას მოითხოვენ.
მათივე თქმით, აქციები გაგრძელდება მანამ, სანამ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.










