fbpx
27/04/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

სოლიდარობა გიორგი გაბუნიას! – ჟურნალისტს კოლეგები მხარდაჭერას უცხადებენ

02:03 ივნისი 18, 2020
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
918
ნახვა

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში, ვახო ხუზმიაშვილის საავტორო გადაცემა „თავისუფალ სივრცეში“, სხვადასხვა მედია საშუალების ჟურნალისტებმა გიორგი გაბუნიას მხარდასაჭერი განცხადებები გააჟღერეს.

„მე როგორც ჟურნალისტს, მიმაჩნია, რომ გიორგი გაბუნიას სიცოცხლე იქნება ამ ქვეყანაში დაცული. გამოძიებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს და გამოააშკარაოს კონკრეტულად რა იგეგმებოდა გიორგი გაბუნიას მიმართ.“ – განაცხადა ვახო ხუზმიაშვილმა.

„წლების განმავლობაში ვიყავი გიორგი გაბუნიას გადაცემის პროდიუსერი და დღემდე ვარ მისი მეგობარი. ჩემი სოლიდარობა გიორგი გაბუნიას. ამასაც, რომ თავი დავანებოთ, მე როგორც ამ ქვეყნის რიგითი მოქალაქე და ჟურნალისტი, საშინლად აღშფოთებული ვარ იმით, რაც დღეს ხდება. როდესაც საქართველოს მოქალაქეს ღიად ემუქრებიან მეზობელი სახელმწიფოს მაღალჩინოსნები და ამას არანაირი რეაგირება არ მოყვა, ძალიან ცუდია… ვისურვებდი, რომ სახელმწიფომ გააკეთოს უფრო მეტი გიორგი გაბუნიას დასაცავად.“ – აცხადებს გიორგი ლაფერაშვილი.

„ის ინფორმაცია, რომელიც გაჟღერდა ჩვენს კოლეგა გიორგი გაბუნიაზე, ბუნებრივია იძლევა შეშფოთების საფუძველს, არამხოლოდ მისთვის, არამედ სრულიად მედიისთვის. ჩემი და ჩემი კოლეგების პირადი აზრია, რომ ვერ უნდა ბედავდეს ოკუპანტი ქვეყნის წარმომადგენელი და ვერც ვერავინ, რომ ხელყოფდეს სხვა ადამიანის სიცოცხლეს მისი სიტყვის თავისუფლების გამო. არის ძალიან სამწუხარო ფაქტი, ბუნებრივია, მე და ჩემი კოლეგები რუსთავი 2-დან ვართ სოლიდარულები გიორგი გაბუნიას მიმართ და ჩვენ იმედი გვაქვს, რომ როგორც ჟურნალისტების, ისევე თითოეული მოქალაქის სიცოცხლე იქნება დაცული.“ – აცხადებს დავით კაკულია.

„მინდა სოლიდარობა გამოვუცხადო ჩემს კოლეგას, გიორგი გაბუნიას, რომლის მკვლელობა იგეგმებოდა აქვე, ჩვენს ქვეყანაში ოკუპანტი ქვეყნიდან შემოსული ქილერის ხელით. ასევე მინდა შევუერთდე იმ ადამიანების რიცხვს, რომლებიც ხელისუფლებისგან მოითხოვენ გასაჯაროვდეს ყველა ინფორმაცია გიორგი გაბუნიას დაგეგმილი ლიკვიდაციის შესახებ. ეს არ არის რიგითი კრიმინალური შემთხვევა, ეს არის ძალიან საგანგაშო ამბავი. ჩვენ არ ვიცით ქილერი მარტო მოქმედებდა თუ არა. შესაძლოა ჩვენსავე ქვეყანაში თავისუფლად გადაადგილდებოდნენ ქილერის თანამზრახველები. სოლიდარობა და მხარდაჭერა გიორგი გაბუნიას.“-აცხადებს ინგა გრიგოლია.

„თუ მართლაც ხელისუფლების გვერდის ავლით მოახერხა ვიღაცამ საქართველოში შემოსვლა ჟურნალისტის ლიკვიდაციის მიზნით და ხელისუფლებამ მხოლოდ სპეცოპერაციის შემდეგ განაცხადა ამის შესახებ და მანამდე არ გააფრთხილა შესაძლო მსხვერპლი, ეს არასწორია. საერთაშორისო თანამეგობრობას მოვუწოდებ დაგვეხმარონ. სრულიად სოლიდარული ვარ ჩემი კოლეგის მიმართ.“ – განაცხადა ლუბა ელიაშვილმა.

„ვართ თუ არა დაცულები ამ ქვეყანაში, ეს არის მთავარი კითხვა რაც გიორგი გაბუნიას საქმესთან დაკავშირებით ჩნდება. პირველ რიგში ველოდები გამჭირვალე გამოძიებას და პასუხებს ყველა შეკითხვაზე. ჩემი სოლიდარობა გიორგი გაბუნიას და ყველა კრიტიკულად მოაზროვნე ჟურნალისტს. რუსეთი ოკუპანტია! პუტინი მკვლელია! ამ საკითხში ყველანი სოლიდარულები ვართ. “-აცხადებს ეკა მიშველაძე.

„დღეს გიორგი გაბუნიას ებრძვიან ბნელი ძალები, ამ ქვეყნის მტრები. ამ დროს გაჩუმება, თავის მოკატუნება ან ნეიტრალური პოზიციის დაჭერა არის თანამონაწილეობა ამ ყველაფერში. საქართველოს ხელისუფლებას მართებს ოპერატიულად გასცეს ყველა კითხვას პასუხი. რიგით მოქალაქეებსაც გვაქვს ვალდებულება, ერთი რომ გვერდში დავუდგეთ გიორგი გაბუნიას, სრული სოლიდარობა გამოვუცხადოთ მათ და მეორე, ქვეყნის ხელისუფლებას მოვთხოვოთ გასცეს პასუხი ყველა კითხვაზე და ეს საქმე დროულად გამოიძიოს.“ განაცხადა მიშა სესიაშვილმა.

„ჩემი სოლიდარობა გიორგი გაბუნიას. იმედია, ამ საქმესთან დაკავშირებით სახელმწიფო უფრო მეტს იტყვის და გამჭირვალე გახდება გამოძიება. იმედი მაქვს, რომ ქართული სახელმწიფო იტყვის თავის სიტყვას ღირსეულად რადგანაც ეს არ არის ჩვეულებრივი საქმე და ამბავი, რა ინფორმაციაც გავრცელდა. იმედია საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რათა არ დარჩეს კითხვები. “ – განაცხადა ლაშა ზარგინავამ.

''თავისუფალი სივრცე'' – 17.06.2020

Posted by აჭარის ტელევიზია • Ajara TV – საზოგადოებრივი მაუწყებელი on ოთხშაბათი, 17 ივნისი, 2020

თეგები: გიორგი გაბუნიაჟურნალისტები

დაკავშირებული სტატიები

სამართალი

პანკისის ხეობაში დაკავებული პირების გიორგი გაბუნიას საქმესთან შესაძლო კავშირი არ დასტურდება – სუსი 

აგვისტო 27, 2021
764
პოლიტიკა

თალაკვაძე ჟურნალისტებს – იძაბებით ჯვრის დანახვაზე?

ივლისი 9, 2021
795
მთავარი ამბავი

პოლიცია მოქმედებდა იმ ფარგლებში, რაც მას შეეძლო – თეა წულუკიანი

ივლისი 6, 2021
845

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია