სომხეთის პრეზიდენტი, არმენ სარქსიანი ჯო ბაიდენის განცხადებას, სადაც მან ოსმალეთის იმპერიის მიერ სომეხთა გენოციდი ოფიციალურად აღიარა, სოციალურ ქსელ Twitter-ზე ეხმაურება.
„მადლობა, ბატონო პრეზიდენტო. სომეხთა გენოციდის აღიარება გაბედული და შთამაგონებელი ქმედებაა.
სომეხთა გენოციდის აღიარება მნიშვნელოვანია სომეხი ერისთვის და ყველასთვის, ვინც მსოფლიოში სამართლიანობისკენ ისწრაფის. ის ხსნის ახალ პერსპექტივებს აშშ-ისა და სომხეთის ურთიერთობებისთვის. ის ასევე მსოფლიოს უკეთეს ადგილად აქცევს“, – წერს არმენ სარქსიანი.
Thank you, Mr President! Recognizing the Armenian genocide is a courageous and inspiring act.
It’s Important for the Armenian nation and for all those who seek justice worldwide.
It opens new prospects for US-Armenian ?????relations.
It also makes this world a better place! pic.twitter.com/oX2lKnvhxi— ՀՀ նախագահ | President of the Republic of Armenia (@Arm_President) April 24, 2021











