სომხეთი აზერბაიჯანს 121 დასახლებულ პუნქტს გადასცემს. ინფორმაციას სომხური მედია, სომხეთის მთავრობაზე დაყრდნობით ავრცელებს.
შეგახსენებთ, რომ 9 ნოემბერს სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა და რუსეთის პრეზიდენტმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომლითაც მთიანი ყარაბაღისა და ახლო მდებარე რაიონების ნაწილი ბაქოს გადაეცემა.











