სომხეთი აზერბაიჯანს სამშვიდობო შეთანხმების დარღვევაში ადანაშაულებს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აზერბაიჯანულმა მხარემ მთიან ყარაბაღში ხინ ტაგლარისა და ხცაბერდის დასახლებულ რაიონებზე მიიტანა იერიში.
თვითაღიარებული მთიანი ყარაბაღის თავდაცვის უწყების ცნობით, შეტაკების შედეგად სამი სამხედრო მოსამსახურე დაიჭრა.
ოფიციალური ბაქოს მხარის მტკიცებით, აზერბაიჯანი სამხედროები იძულებულნი გახდნენ სომხების პროვოკაციული ქმედებებისთვის ეპასუხათ.
შეგახსენებთ, რომ საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტაზე სომხეთი და აზერბაიჯანი, რუსეთის შუამავლობით 9 ნოემბერს შეთანხმდნენ.











