სომხეთის დედაქალაქში 10 ნოემბერს მომხდარი არეულობების შემდეგ 6 ადამიანი დააკავეს.
ამის შესახებ Facebook-ზე ინფორმაციას სომხეთის მთავრობის აპარატის ხელმძღვანელი, ედუარდ აგაჯანიანი ავრცელებს.
შეგახსენებთ, რომ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა რუსეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებთან ერთად ხელი მოაწერა შეთანხმებას, რომელიც მთიან ყარაბაღში საომარი მოქმედებების შეწყვეტას ითვალისწინებს.
სომხეთის პრემიერის განცხადებას ერევანში პროტესტი მოჰყვა.












