აზერბაიჯანის გენერალური პროკურატურის ცნობით, მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში სომხეთის შეიარაღებული ძალების მიერ განხორციელებული „პროვოკაციული ქმედებების“ შედეგად 110 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, 416 კი – დაშავდა.
მათივე ინფორმაციით, მნიშვნელოვნად დაზიანდა 548 სამოქალაქო ობიექტი, 135 მრავალსართულიანი შენობა და 4 186 კერძო სახლი.











