სომხეთმა Pfizer-ის, AstraZeneca-ს და Sputnik V-ის ვაქცინების გამოყენების ნებართვა გასცა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
ქვეყნის ჯანდაცვის მინსიტრის თქმით, ქვეყანაში ვაქცინაცია მარტის თვეში დაიწყება.
თავდაპირველად ვაქცინაცია სოციალური ზრუნვის პერსონალსა და ბენეფიციარებს, მედიკოსებს, 65 წელს გადაცილებულ პირებსა და ქრონიკული დაავადებების მქონე პირებს ჩაუტარდება.
სომხეთში ვაქცინაცია ნებაყოფლობითი იქნება.











