სომხეთში 400-ზე მეტი რუსი სამხედრო ჩავიდა. ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს.
სამხედრო-სატრანსპორტო ავიაციის თვითმფრინავებმა სომხეთში 400-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურის გარდა, ჯავშანტრანსპორტიორები, ჯავშანმანქანები და კავშირის საშუალებები ჩაიტანეს.
სომხეთის, აზერბაიჯანისა და რუსეთის შეთანხმებით, მთიან ყარაბაღში საერთო ჯამში, 1 960 სამხედროს, 90 ერთეულ ჯავშანტრანსპორტიორსა და 380 ერთეულ ტექნიკას გაგზავნიან.











