სომხეთში საგანგებო მდგომარეობა 13 ივლისამდე გაგრძელდება. გადაწყვეტილება სომხეთის ხელისუფლებამ დღეს გამართულ სხდომზე მიიღო.
12 ივნისის მდგომარეობით, სომხეთში კორონავირუსის 15,281 დადასტურებული შემთხვევა და 344 გარდაცვალებაა დაფიქსირებული.
ცნობისთვის, სომხეთში საგანგებო მდგომარეობის მოქმედების ვადა უკვე მესამედ გაახანგრძლივეს.











