fbpx
12/05/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

სოფელ წაბლანაში სტიქიის შედეგად დაზარალებულმა ადგილობრივმა მოსახლეობამ საპროტესტო აქცია გამართა

13:16 თებერვალი 14, 2021
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
805
ნახვა

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ წაბლანაში სტიქიის შედეგად დაზარალებულმა ადგილობრივმა მოსახლეობამ საპროტესტო აქცია გამართა.

როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, სახელმწიფომ სტიქიის შედეგად დაზარალებულ ოჯახებს სამი წლის წინ ბათუმში საცხოვრებელი ბინები გადასცა, თუმცა პირობა დაარღვიეს და დაუსრულებელი საცხოვრებელი ფართები გადასცეს.

„220 ოჯახს დაუსრულებელი ბინები გადმოგვცეს, პირობა არ შეასრულეს. წაბლანას მოსახლეობა ვაპროტესტებთ ამას.

1989 წლის 19 აპრილს სოფელში განვითარებული მეწყრული პროცესების შედეგად ოჯახის წევრები დავკარგეთ. დაზარალებულ ოჯახებს კი სახელმწიფომ სამი წლის წინ დაუსრულებელი ბინები გადმოგვცა, თუმცა გვპირდებოდნენ, რომ „თეთრ კარკასს” ჩაგვაბარებდნენ. ჩვენ არ გვაქვს რემონტისა და მოწესრიგების საშუალება.

სამწუხაროდ, მშენებლობა შეჩერებულია და არავინ აპირებს პირობის შესრულებას.

ვითხოვთ, რომ ბინების რემონტის თანხა აგვინაზღაურონ, წინააღმდეგ შემთხვევაში, პერმანენტულ აქციებს გავმართავთ და ჩვენი პროტესტი პრობლემის მოგვარებამდე არ შეწყდება.

პასუხს ვითხოვთ ამდენი ხანია, არაერთი აქცია გავმართეთ და არავინ გვაქცევს ყურადღებას.

ერთ კვირას ვაძლევთ დროს ხელისუფლებას, მოგვაქციონ ყურადღება, წინააღმდეგ შემთხვევაში გადავკეტავთ გზას და არ დავიშლებით”- აცხადებს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.

შეგახსენებთ, ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ წაბლანას მოსახლეობამ 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებს პროტესტის ნიშნად ბოიკოტი გამოუცხადა.

 

ავტორი: ნაირა ქობულაძე

თეგები: ბათუმიეკომიგრანტებისოფელი წაბლანა

დაკავშირებული სტატიები

პოლიტიკა

ბათუმის მერი – ყველა იმ დანაპირებს, რომელიც ჩვენს თანამოქალაქეებთან გვქონდა ერთობლივად გავუმკლავდებით და გადავწყვეტთ დადებითად

ნოემბერი 10, 2021
778
საზოგადოება

ბათუმში დაღუპული ბავშვების ძმებს „ნიკოს სტიპენდიას“ დაუნიშნავენ

ოქტომბერი 10, 2021
889
მთავარი ამბავი

ბათუმში, კორპუსის ჩამონგრევის შედეგად გადარჩენილი მამაკაცი ხელოვნური სუნთქვის აპარატიდან მოხსნეს

ოქტომბერი 10, 2021
831

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია