ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ წაბლანას მოსახლეობამ არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადა. მათ ამის შესახებ 5 სექტემბერს აჭარის მთავრიბის სახლთან გამართულ აქციაზე წინასწარ დაანონსეს.
წაბლანაში მცხოვრები ეკომიგრანტები 1989 წელს მეწყერის შედეგად დაზარალდა. მათ მთავრობამ საცხოვრებელი ბინები გადასცა ბათუმში, თუმცა ეკომიგრანტები ბინების გარემონტებას ითხოვენ.
სოფელ წაბლანაში საარჩევნო უბანი გაიხსნა, თუმცა არჩევნებში მონაწილეობა ამ ეტაპზე არავის მიუღია.

ავტორი: ნაირა ქობულაძე











