ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ და რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა სოჭში ე.წ აფხაზეთის რკინიგზის აღდგენაზე ისაუბრეს. ინფორმაციას ამის შესახებ „ფორმულა“ ავრცელებს.
„ჩვენ თავის დროზე მაღალი დონის ხელმძღვანელ პირებთან განვიხილეთ ტრანზიტის შესაძლებლობა, მაგრამ ეს განხილვად დარჩა. სურვილი ყოველთვის გვქონდა, მაგრამ შედეგი არ დგებოდა. რა თქმა უნდა, ვისაუბრეთ ყარაბაღის ირგვლივ მიმდინარე მოვლენებზე. ვილაპარაკეთ, რომ ამ მოვლენემბმა ბევრი რამ შეცვალა და შეცვლის. თუ სასიკეთოდ შეიცვალა ვითარება, ტრანზიტი შესაძლებელია. უახლოეს მომავალში ვითარება უფრო გარკვეული და გასაგები გახდება. ვფიქრობ, რომ ამ საკითხს მოგვიანებით დავუბრუნდებით“, – განაცხადა ბჟანიამ.
ჯერჯერობით უცნობია, ჩართულია თუ არა პროცესში საქართველოს მთავრობა.











