გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატის, მიხეილ რამიშვილის განცხადებით, ლევან სამსახარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროში საქმის გამოძიებასთან დაკავშირებით არსებობს დამატებითი ინფორმაციები, რომლის პროგრამირებაც და დამუშავებაც ამ დროისთვის მიმდინარეობს.
როგორც უფლებადამცველი ჟურნალისტებთან აცხადებს, სოციალური ქსელებიდან ინფორმაციის ამოღებას ვერ ახერხებენ და ამის მიღებას აშშ-დან ელოდებიან.
„როგორც გავიგე, რაღაც ინფორმაციები კიდევ მოიძიეს და ამ ყველაფრის პროგრამირება მიმდინარეობს. შესაბამისად, დამატებით არის ინფორმაციები, რომლის დამუშავება მიმდინარეობს. ყველაფერი ეს უნდა დამუშავდეს, რომ სრული ინფორმაცია მივიღოთ. ფაილი მოიძებნა, სადაც იყო კოდირება, მაგრამ მაინც ვერ იხსნება. ჩვენი მოთხოვნაა, რომ საქმეში FBI ჩაერთოს. მოგეხსენებათ, როდესაც შინაარსობრივი ინფორმაციის გამოთხოვაა, მაშინ უკვე ფედერალური საგამოძიები ბიუროს ნების გარეშე არ ხდება მიღება. ეს უკვე არის მოთხოვნა და სავალდებულოა“, – განაცხადა რამიშვილმა.
როგორც რამიშვილი ამბობს, საგამოძიებო უწყებამ Facebook-ის ადმინისტრაციას შინაარსობრივი ინფორმაციის აღსადგენად კვლავ მიმართა.
„რაღაც გარკვეული კოდებისმაგვარი ინფორმაცია იყო მოძიებული. სოციალური ქსელებიდან -„ფეისბუქი“, „ჯიმეილი“, „იუთუბი“, ვერც ერთ სისტემაში ვერ შევედით. რაღაც სამსახურებრივი იმეილიც იყო, რომლის კოდიც შვიდი დღის წინ შეცვალეს. ვერსად შევედით და ვინაიდან ვერანაირ ინფორმაციას ვღებულობთ, როგორც პოკურატურამ ბრძანა, მან „ფეისბუქის“ ადმინისტრიაციასა და ყველა სოცილურ ქსელს მიმართა, რომ გამოთხოვილ იქნას შინაარსობრივი ინფორმაციები“, – განმარტავს რამიშვილი.
თამარ ბაჩალიაშილის ოჯახი დღეს ექსპერტიზის ბიუროში დაიბარეს. გარდაცვილი გოგონას ოჯახს, ბაჩალიაშვილის ლეპტობიდან ამოღებული დამატებითი ინფორმაცია გააცნეს.











