ამნისტია აუცილებლად იქნება მიღებული იმ ფორმით, რა ფორმითაც ეს არის გათვალისწინებული მიშელის დოკუმენტში, – ამის შესახებ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოზარ სუბარმა განაცხადა.
სოზარ სუბარის თქმით, ამნისტიის კანონპროექტის გამოწვევა ვერ მოხდება.
„ამნისტია აუცილებლად იქნება მიღებული იმ ფორმით, რა ფორმითაც ეს არის გათვალისწინებული მიშელის დოკუმენტში. ერთადერთი განსხვავება რაც ჩავდეთ, არის ცოტათი გამკაცრება, ცოტათი მეტი შემზღუდავი ნორმები. ეს შეეხება იმ ადამიანებს, რომლებმაც ჩაიდინეს წამებასთან გათანაბრებული დანაშაული, რომლებმაც სხეულის განზრახ მძიმე დაზიანება ჩაიდინეს, ასეთ ადამიანებს არ შეეხებათ ამნისტია. ესეც გადახვევაა იმ გაგებით, რომ მიშელის დოკუმენტში წერია, რომ მთლიანად უნდა დაიხუროს 20 ივნისის ამბავი, რაც გულისხმობს, რომ პრაქტიკულად ყველას უნდა შეხებოდა. ჩვენი კანონპროექტი რასაც ითვალისწინებს, არის უფრო მკაცრი, ვიდრე ამას ითვალისწინებდა მიშელის დოკუმენტი. შესაბამისად, მისი გამოწვევა ვერ მოხდება“, – განაცხადა სუბარმა.











