fbpx
10/05/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

სოზარ სუბარი სახერხი საამქროს მფლობელ მეწარმეებს შეხვდა

21:09 მარტი 10, 2021
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
808
ნახვა

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე სოზარ სუბარი სახერხი საამქროს მფლობელ მეწარმეებს, მათივე თხოვნით შეხვდა. ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, ხე-ტყის გადამამუშავებელი სახერხი საამქროების მფლობელები დახმარებას ითხოვენ კანონმდებლებისგან გარკვეულ რეგულაციებთან დაკავშირებით. საქმე ისაა, რომ 1 აპრილიდან უნდა ამოქმედდეს რამდენიმე წლის წინათ მიღებული მთავრობის დადგენილება საქართველოს ტერიტორიაზე ხე-ტყის მოძრაობის წესებისა და მრგვალი ხე-ტყის (მორის) პირველადი გადამუშავების ობიექტის (სახერხი საამქროს)ტექნიკური რეგლამენტის თაობაზე, რომელიც მათ შორის ითვალისწინებს სახერხი საამქროების ვიდეო მონიტორინგის სისტემით აღჭურვას.

შეხვედრაზე ზოგადად აღინიშნა, რომ ბოლო წლებში რაც აღრიცხვიანობის გაუმჯობესების თვალსაზრისით მოხდა, არის ძალიან კარგი, თუმცა არის გარკვეული რეგულაციები, რომლებსაც მათი აზრით სჭირდება გარკვეული დახვეწა, ხოლო ზოგიერთი რეგულაციის მინიმუმ გადადებას ითხოვენ იმიტომ, რომ კოვიდ-სიტუაციამ და ეკონომიკურმა ვარდნამ ხელი შეუშალა მათ ბიზნესსაც და, შესაბამისად, დღეს ეს ახალი რეგულაციები მძიმე ტვირთად დააწვებათ. მეწარმეების აზრით, არის კიდევ ზოგიერთი რეგულაცია, რომელთა საერთოდ გაუქმება იქნებოდა უფრო უპრიანი.

„ჩვენ ვაპირებთ, რომ შესაბამის უწყებებთან – ეს არის ფინანსური პოლიცია, საგადასახადო, სატყეო დეპარტამენტი – ვიმუშაოთ, რეალურად გავერკვეთ რამდენად საფუძვლიანია ის პრეტენზიები, რომლებიც მეწარმეებს აქვთ და, შესაბამისად, მივიღოთ ისეთი რეგულაციები, რომ არც იმ შედეგიდან დავიხიოთ უკან, რომელიც აღრიცხვიანობის მოწესრიგებას უკავშირდება, მაგრამ მეწარმეებისთვისაც არ იყოს ეს რეგულაციები მძიმე ტვირთი“, – განაცხადა სოზარ სუბარმა შეხვედრის შემდეგ.

მეწარმეებთან შეხვედრაში მონაწილეობდნენ ასევე პარლამენტის წევრები ვიქტორ ჯაფარიძე და ანზორ ბოლქვაძე, გარემოსდაცვითი დეპარტამენტის წარმომადგენლები.

თეგები: სოზარ სუბარი

დაკავშირებული სტატიები

მთავარი ამბავი

დღეს გამართული ცირკი კარგად უჩვენებს ამ ხალხის რეალურ სახეს – სოზარ სუბარი

ნოემბერი 26, 2021
798
პოლიტიკა

სააკაშვილს სასამართლოზე მოუწევს ამტკიცოს, რატომ გააფრინა სახელმწიფო ბიუჯეტით თვითმფრინავი გერმანიაში იმისთვის, რომ ჩამოეყვანა მასაჟისტი და კბენითი თერაპია ჩაეტარებინა – სოზარ სუბარი

ნოემბერი 26, 2021
775
პოლიტიკა

შეკრებისა და მანიფესტაციის თავისუფლება საქართველოში დაცულია, თუმცა კანონის დარღვევას შესაბამისი პასუხი მოჰყვება – სოზარ სუბარი

ნოემბერი 15, 2021
844

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია