დღეს არჩევნების შედეგებით განაწყენებული ოპოზიციური პარტიები გეგმავენ, პარლამენტში საპარლამენტო უფლებამოსილების შეწყვეტისა და პარტიული სიების გაუქმებასთან დაკავშირებით, ხელი მემორანდუმს მოაწერონ.
ამ შეხვედრაში მონაწილეობას არ მიიღებს პარტია „გირჩი“. როგორც პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა იაგო ხვიჩიამ „პრაიმტაიმნიუსთან“ განაცხდა, ეს პროცესი ოპოზიციის მიერ დადგმული ცირკია, რადგან პარტიები საარჩევნო სიიდან იმ დეპუტატების ჩახსნას აპირებენ, რომლებიც პარლამენტში რეალურად, ვერ მოხვდნენ.
„ჩვენი პარტიიდან ოპოზიციის შეკრებაზე არავინ იქნება. დღეს რა პროცედურაც ხდება, ეს არის სიებიდან იმ ხალხს ჩახსნა, რომელიც ისედაც, არ მოხვა პარლამენტში. სიიდან იმ დეპუტატებს, რომლებიც პარლამენტში მოხვდნენ, ვერ მოხსნიან. კანონმდებლობის მიხედვით, დეპუტატებმა უნდა დავწეროთ განცხადება პარლამენტის მანდატის მოხსნის შესახებ. თავისი შინაარსით ოპოზიციის დღევანდელი შეკრების მიზანი ჰყავს სპექტაკლს, რომელშიც მონაწილეობის მიღება არ გვინდა“,- განაცხადა ხვიჩიამ.
შეგახსენებთ, ოპოზიცია საპარლამენტო უფლებამოსილების შეწყვეტისა და პარტიული სიების გაუქმებასთან დაკავშირებით, მემორანდუს ხელს პარლამენტის სხდომის გახსნის პარალელურად მოაწერს.










