სპეციალური პორტალი, რომელზეც კოვიდ ვაქცინირებული მოქალაქეების ბაზა განთავსდება, ხვალ ამოქმედდება. პორტალის ძირითადი მიზანია სხვადასხვა კერძო თუ საჯარო დაწესებულებას ჰქონდეს შესაძლებლობა გადაამოწმოს, არის თუ არა მოქალაქე აცრილი.
შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსის, ბექა ფერაძის განცხადებით, აღნიშნული გადაწყვეტილება ბიზნესს საშუალებას აძლევს ადამიანის სტატუსი განსაზღვროს და მხოლოდ ამის შემდეგ მოახერხოს მისი კონკრეტულ სივრცეში დაშვება.











