“სპეცრაზმი რომ მოვა, სიმღერითა და ცეკვით დავხვდებით”, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ ნიკა მელიამ პარტიის ოფისში განაცხადა.
მისი თქმით, ნაციონალური მოძრაობის ოფისში პროვოკატორები არიან შეგზავნილები.
შეგახსენებთ, რომ როგორც კი პარლამენტმა ღარიბაშვილის მთავრობას ნდობა გამოუცხადა, ოპოზიციამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ხელისუფლება ნაციონალური მოძრაობის ოფისზე შტურმს გეგმავს, თუმცა, „პრაიმტაიმნიუსს“ ძალოვან უწყებებში კომპეტენტური წყაროები ამას არ უდასტურებენ.
ენმ შიშობს, რომ პარტიის ოფისზე შტურმი იგეგმება, თუმცა ადგილზე პოლიცია არ ჩანს









